თუ თქვენ კალათბურთზე შეყვარებული ბრძანდებით და იაო მინგზე მხოლოდ ის იცით, რომ ,,მაგარი იყო”, შაქს ეჭიდავებოდა და თავით ფარს წვდებოდა, ჯობია, პოსტი ყურადღებით წაიკითხოთ.
მინგი დაიბადა 1980 წელს ჩინეთში. ბავშვობიდანვე ეუბნებოდნენ ექიმები მშობლებს რომ მათი ბიჭი 7 ფუტამდეც (213სმ) კი გაიზრდებოდა სიმაღლეში, იაო კი 7.6-მდე (229სმ) ავიდა.
რამდენად უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, შაქი ჩანს (შაქილ ონილმა შეარქვა) არ უყვარდა ბავშვობაში კალათბურთი.
მის ცხოვრებაში კარიერული გარდატეხა 13 წლის ასაკში მოხდა, როცა 197სმ სიმაღლის ბიჭი შეუერთდა პროფესიონალურ გუნდს – შანხაი შარქსს. ამ მომენტიდან ის გახდა სამაგალითო და დღეში 10 საათსაც კი ვარჯიშობდა.
2001 წელს კლუბს ერთპიროვნულად ულიდერა და ჩემპიონიც გახადა.
იცით, რა სტატისტიკა ჰქონდა ფლეიოფში საშუალოდ?
38 ქულა და 20 მოხსნა.
შემდეგ, 2002-ში იყო NBA Draft, სადაც პაუ გასოლი უპირობოდ პირველი პიკი უნდა ყოფილიყო იდეაში, მაგრამ იაოს რეგისტრაციამ ყველაფერი შეცვალა.
ეს არ გახლდათ უბრალო მოვლენა ჩინეთისთვის, აქ იწყებოდა უდიდესი კულტურული კავშირი აზიასა და ჩრდილოეთ ამერიკას შორის. წარმოიდგინეთ, იმ პერიოდში იმდენად დიდი ინტერესი იყო ჩინელებისგან ამ ფაქტის მიმართ, რომ მინგის პირველ თამაშს ქვეყნიდან 200 მილიონმა ადამიანმა ერთდროულად უყურა.
შემდეგ იყო ბრწყინვალე სეზონი და უნიკალური პრეცენდენტი, სადაც იაო მინგმა შაქზე მეტი ხმა მიიღო, რომ NBA All Star-ზე სტარტერი ყოფილიყო.
აშშ-ის მაშინდელმა პრეზიდენტმა, ბილ კლინტონმა, იაოს ლიგაში მოსვლაზე შემდეგი რამ თქვა ხუმრობით:
,,ეს არის ყველაზე დიდი საექსპორტო მასალა, რაც ჩინეთსა და ამერიკას შორის განხორციელებულა.”
2009 წლამდე ის ლიგაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო, მაგრამ 229სმ სიმაღლისა და 141კგ წონის კაცის მუხლები დატვირთვას დიდხანს ვერ უძლებს. შესაბამისად, მინგი 30 წლის ასაკში პროფესიონალური კალათბურთიდან წავიდა…
თქვენ რას ფიქრობთ? რომ არა გაუთავებელი ტრავმები, რა შედეგზე გავიდოდა იაო მინგი და როგორ კვალს დატოვებდა ისტორიაში?