პრემიერლიგაში ორკვირიანი შესვენებაა და ფეხბურთელები შეყვარებულებთან ერთად თბილ ქვეყნებში გაემგზავრნენ. ინგლისის ნაკრების მოთამაშეები, ჰარი მაგუაირი და ჯორდან პიკფორდი დუბაიში ნებივრობენ.
პიკფორდის მეუღლე მეგან დევისონი და მაგუაირის საცოლე, ფერნ ჰოუკინსი დიდი მეგობრები ყოფილან და ცხადია, საკუთარ კაცებს გვერდიდან არ შორდებიან.
აი, მაგალითად, ოთხშაბათ საღამოს რესტორან მილიარდერში გაერთნენ, სადაც რუსული ზუთხის ხიზილალის 125 გრამი 700 გირვანქა ღირს. ბელუგასი კი სულაც – 1 400. მაგუაირის მსმელობის ამბავი ხომ საქვეყნოდ ცნობილია. ერთი ბოთლი ვისკის დაცლის შემდეგ იწყებს ქეიფსო…
მერე ღამის დუბაიში გაისერინეს და საკუთარ ინსტაგრამებში ბლომად ფოტოები გამოაქვეყნეს.
გოლფი ჰყვარებიათ ბიჭებს თურმე ძალიან. გოგოები ჩივიან, ზოგჯერ ისე ერთობიან, ჩვენ საერთოდ აღარ ვახსოვართო.