ხოაკინი არაა: ოფიციალური მიზეზი – გუშინ დათვრა და ნაბახუსევია!..

ხოაკინი – არანორმალური ფიგურა ესპანურ ფეხბურთში. უბერებელი, დაუღლელი… ხოაკინი იუბილარია, 41 წლის გახდა.

ბეტისთან ახალი ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. მშვენიერი სეზონი ჰქონდა, ესპანეთის თასი მოიგო… ხომ გახსოვთ, ფინალში გიორგი მამარდაშვილს პენალტი გაუტანა. კინაღამ აუღო მამარდაშვილმა, მაგრამ კინაღამ არ ითვლება.

ხოაკინი ჯერ კიდევ 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატში თამაშობდა. კორეასთან მეოთხედფინალში საუკეთესო იყო, მაგრამ სერიაში გადამწყვეტი პენალტი სწორედ მან გააფუჭა… სხვა საქმეა, იქ საპენალტე არაფერი იყო, რომ არა უნამუსო მსაჯობა. ესპანეთს ორი ნაღდი გოლი არ ჩაუთვალეს.

ხოაკინი მხიარული ტიპია. 2005 წელს ბეტისმა ესპანეთის თასი რომ მოიგო, ქუჩაში თითქმის შიშველი გამოვარდა ტიტულით ხელში და ყვიროდა.

და ერთი მაგარი სახალისო ამბავი. 22 ივლისს ბეტისს ვულვზთან ჰქონდა ამხანაგური, ხოაკინი კი თამაშს ტოვებდა. მიზეზი? წინა დღეს თავის დაბადების დღეზე დათვრა და  ნაბახუსევი იყო…

ოქმში ზუსტად ასე ეწერა: ხოაკინი (Resaca), ანუ ნაბახუსევი.

Leave a comment

Your email address will not be published.