ხოაკინი და მამარდაშვილი… საოცარი ფაქტები

გიორგი მამარდაშვილი ჩვენი იმედი, დღევანდელობა და მომავალია. ხოაკინი ბეტისის ლეგენდაა, საოცარი ფეხბურთელი. 22 ივლისს 41 წლის გახდება. აი, საინტერესო ფაქტები:

ხოაკინმა ესპანურ ლა ლიგაში პირველად რომ ითამაშა, მამარდაშვილი დაბადებულიც არ იყო.

ხოაკინის ძალა 2002 წელს მსოფლიო ჩემპიონატის დროს გამოჩნდა. ისე იოლად ატყუებდა მეტოქეებს, ვითომც არაფერი. მეოთხედფინალში სამხრეთ კორეასთან პენალტების სერიაში სწორედ მან გააფუჭა ერთადერთი დარტყმა და ბევრი იტირა. აი, იმ მატჩზე ვწერთ, საშინელი მსაჯობა რომ იყო და ესპანელებს ორი სუფთა გოლი რომ არ ჩაუთვალეს. მამარდაშვილი იმ დროს ორი წლისაც არ იყო…

ხოაკინმა პირველად რომ მოიგო ესპანეთის თასი (2005), მამარდაშვილი სკოლაში ჯერ არ დადიოდა.

2019 წლის დეკემბერში მამარდაშვილი რუსთავში იყო და მისი გუნდი ეროვნული ლიგიდან გავარდა, ხოაკინმა კი ზუსტად 2019 წლის დეკემბერში ლა ლიგაში ჰეთ-თრიქი შეასრულა ბილბაოს კარში.

გიორგი ახლოს იყო ხოაკინის პენალტის მოგერიებასთან. კუთხე გამოიცნო, მაგრამ ბურთი ოდნავ მაღლა წავიდა. ეს ესპანეთის თასის ფინალში, რომელშიც ბეტისმა პენალტების სერიაში მოუგო ვალენსიას. ქართველმა მეკარემ მშვენიერი მატჩი ჩაატარა და 3 რთული ბურთიც მოიგერია.

Leave a comment

Your email address will not be published.