ხორხე მასვიდალი UFC-ს ერთ-ერთი გამორჩეული ვარსკლავია, რომელმაც ძალიან გრძელი გზა განვლო რათა წარმატებისთვის მიეღწია. იგი ჩხუბობდა ყველგან, სადაც მას გადაუხდიდნენ – იქნებოდა ეს ქუჩა, ეზო, მიტოვებული შენობა თუ სხვა… ბუნებრივია, ასეთ თავგადასავლებით სავსე გზაზე ხორხეს ბევრი რამ გადახდენია. ერთ-ერთი ასეთია ყელსაბამის ისტორია, რომელზეც ხორხემ American Top Team-ის პოდკასტში ისაუბრა:
“ნამდვილი იდიოტი ვიყავი, ერთხელ ყელსაბამში 10.000$ გადავიხადე, როცა მოგებაში სულ რაღაც 20.000$-ს მიხდიდნენ… ეს იყო ყველაზე დიდი შეცდომა, რაც კი დამიშვია. ამ ამბის შემდეგ, 9 თვეში ფული დამჭირდა და მომიწია ამ ყელსაბამის გაყიდვა სულ რაღაც 627 დოლარად. თუმცა შეცდომებზე ვსწავლობ, ასე რომ მას შემდეგ ძვირფასეულობა არ მიყიდია”.
ხორხე მასვიდალის ყველაზე სულელური შენაძენი [VIDEO]
