ხორხე მასვიდალმა კონორ მაკგრეგორის ვისკი ფეხებზე დაისხა / VIDEO

რამდენიმე დღის წინ კონორ მაკგრეგორსა და ხორხე მასვიდალს შორის ტემპერატურა ძალიან “გახურდა”. UFC მას შესაძლო ბრძოლაზე მუშაობს და სწორედ ამას გამოეხმაურა მასვიდალიც. MMA Fighting-თან მიცემულ ინტერვიუში მან განაცხადა რომ კონორს ბრძოლა აღარ უნდა.

“კონორს ჩხუბი აღარ უნდა. ალბათ რაღაცას დაპოსტავს, დედაჩემს შეურაცხყოფას მიაყენებს ან ჩემს ხალხზე დამცინავად დაწერს. შესაძლოა ჩვენი მატჩი UFC-ის ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი გახდეს. კონორი მებრძოლი აღარაა, მას მხოლოდ კოკაინი აინტერესებს.” – განაცხადა მასვიდალმა მიცემულ ინტერვიუში.

ამ ინტერვიუს თავის მხრივ მაკგრეგორიც გამოეხმაურა. “დედაშენს შეურაცხყოფას მივაყენებ? რა საცოდავი ხარ. მე და დედაშენი ერთმანეთს კარგად ვეწყობით.”

ამის შემდეგ ტემპერატურა მუდამ იმატებს. მებრძოლები “თრეშ-თოქს” არ წყვეტენ. დღეს კი მასვიდალმა ვიდეო გამოაქვეყნა სადაც კონორის ვისკს (Proper Twelve) უალკოჰოლოს უწოდებს და ფეხებზე ისხამს.

Leave a comment

Your email address will not be published.