ხუან მარტინ დელ პოტროს უკანასკნელი მატჩი

არგენტინის დედაქალაქ ბუენოს-აირესში სტარტი აიღო ATP-ის 250-იანთა კატეგორიის ტურნირმა. პირველი სათამაშო დღის ცენტრალური შეხვედრა მასპინძელთა დაპირისპირება იყო – ფედერიკო დელ ბონისი ხუან მარტინ დელ პოტროს წინააღმდეგ.

null

2019 წლის ივლისის შემდეგ, ხუანი პირველად დაუბრუნდა საჩოგბურთო კორტს. ამ დროის განმავლობაშ მან არაერთი ოპერაცია გაიკეთა მუხლზე და დაბრუნდა, დაბრუნდა იმისთვის რომ ადგილობრივ პუბლიკას და ჩოგბურთს გამოემშვიდობოს.

ცენტრალურ კორტზე გამართულ მატჩში ბრძოლა ფაქტიურად არ ყოფილა – ფედერიკომ ყველა საჩოგბურთო კომპონენტში დაჯაბნა დელ პოტრო და მეტოქეს 2 სეტში სძლია 6:1 6:3.

მატჩის ბოლოსკენ ტიროდა ხუან მარტინი, ტიროდა ტრიბუნაზე შეკრებილი ქომაგი.

null

ფინალური გათამაშების შემდეგ დელ პოტრო გადაეხვია დედას (დედამისმა პირველად ნახა დელპოტროს თამაში ლაივში)შემდეგ მივიდა ბადესთან, აკოცა და ზედ საკუთრი თავსაჭერი დაკიდა (ბენდენა) – არგენტინული ჩოგბურთის ლეგენდარულმა მოთამაშემ დაადასტურა რომ სავარაუდოდ ეს მისი ბოლო მატჩია.

„დღეს მე წერტილს ვუსვავ ჩემს საჩოგბურთო კარიერას. ახალ მოვიდა დრო, რომ ჩემს მუხლებს მივხედო, რათა ისინი ცხოვრებაში გამომადგნენ.
ჩოგბურთისთვის ყოველთვის ღიას ვტოვებ ფანჯარას, ამ სპორტის სახეობაში ასპარეზობით უდიდესი სიამოვნება და ცხოვრებისეული გამოცდილება მივიღე.

null

თუ ეს ბოლო მატჩია, მე ბედნიერი ვარ ამითაც.

არ ვარ დარწმუნებული, წავალ თუ არა რიოს ტურნირზე სათამაშოდ. გუშინ მქონდა ილუზია, რომ მინიმუმ 2 ტურნირზე მაინც ვითამაშებდი,თუმცა ამაში უკვე დღეს დარწმუნებული აღარ ვარ.

ჩემი გუნდის წევრებთან ერთად მივიღებ საბოლოო გადაწყვეტილებას.

ყველა ვარიანტში, ჩოგბურთის თამაში ჩემს ცხოვრებაში მთავარი პრობლემა ნამდვილად აღარ იქნება. თუ ეს დასასრულია, ბედნიერი ვარ, რომ ყველაფერი კორტზე დასრულდა და არა პრესკონფერენციაზე“ – განაცხადა დელ პოტრომ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *