ხუან მარტინ დელ პოტრო ბრუნდება

US OPEN 2009-ის გამარჯვებული ხუან მარტინ დელ პოტრო საჩოგბურთო კორტს უბრუნდება. არგენტინელმა დაადასტურა, რომ იგი ბუენოს აირესის 250-იანი კატეგორიის ტურნირზე იასპარეზებს, რომელიც 7-13 თებერვალს გაიმართება.

ტურნირის ორგანიზატორებმა ხუანს wild card მისცეს.

დელ პოტროს ATP TOUR-ზე 2019 წლის ივნისის შემდეგ არ უთამაშია, ამ დროის განმავლობაში ის დაზიანებულ მუხლს მკურნალობდა (გაიკეთა 4 ოპერაცია).

ხუანმა რიო დე ჟანეიროს 500-იანი კატეგორიის ტურნირიდანაც მიიღო wild card და არგენტინელი ბრაზილიაშიც იასპარეზებს.

null

შეგახსენებთ, რომ 33 წლის არგენტინელს კარიერაში 22 ტიტული აქვს მოგებული, 2009 წელს მან ამერიკის ღია პირველობა მოიგო, უიმბლდონსა და როლან გაროსზე ნახევარფინალურ სტადიაზე აქვს ნათამაშები, ავსტრალიის ღია პირველობაზე კი მისი საუკეთესო შედეგი მეოთხედფინალია.

დელ პოტროს საუკეთესო მაჩვენებლი 2018 წლის 13 აგვისტოს დაფიქსირდა, როდესაც არგენტინელი მსოფლიო რეიტინგის მესამე ჩოგანი გახდა, ამჟამად ხუანი 757-ეა.

Leave a comment

Your email address will not be published.