ხუთი ცვლილება პენზასთან მატჩისთვის

ქართული ფრანჩაიზი შავი ლომი ხვალ, პენზაში რაგბი ევროპის სუპერთასის გათამაშებაში მეორე მატჩს გამართავს ადგილობრივ ლოკომოტივთან. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა საბრძოლო რაზმი დაასახელა, რომლის ძირითად შემადგენლობაში თელავივი ჰიტთან გამართული შეხვედრის შემდეგ ხუთი ცვლილებაა.

ტრავმირებული სოსო მათიაშვილის ნაცვლად ფულბეკად თამაშს ლაშა ხმალაძე იწყებს. გარემარბ ალექსანდრე თოდუას თადარიგიდან ადგილი გაუცვალა მირიან მოდებაძემ. ძირითადში დაწინაურდა 9 ნომერი თენგიზ პერანიძე. გიორგი ბეგაძე კი, ამ ტურში ისვენებს.

შეიცვალა შერკინების ორივე ბურჯი. გოგა ქადარიასა და მიხეილ წიკლაურის ნაცვლად თამაშს მიხეილ ორაგველიძე და ნიკა პატარაია იწყებენ. ძირითადშია შერკინების კვაჭი შალვა მამუკაშვილი. უცვლელია შერკინების მეორე და მესამე ხაზი. შესაბამისად: ნოდარ ჭეიშვილი, დავით გიგაური, ნიკო აფციაური, სანდრო მამამთავრიშვილი და ლუკა ივანიშვილი.

ლევან მაისაშვილი, შავი ლომის მთავარი მწვრთნელი:

“ამ ტურნირზე ჩვენი მიზანი ყველა თამაშის მოგება და მატჩიდან მატჩამდე უკეთესი ხარისხის ჩვენებაა. იმავდროულად, გამოვცდით მოთამაშეებს, დებიუტანტები შეიძენენ საერთაშორისო გამოცდილებას. ეს თამაშები ნოემბრის ტესტებისთვის ერთგვარი სელექცია და შეთამაშების საშუალებაა”.

შემადგენლობა დაასახელა პენზამაც. ძირითად შემადგენლობაში არიან ქართველი ლეგიონერები: გიორგი ჭყოიძე, ტარიელ დონაძე, ილია სპანდერაშვილი და ნიკა ცირეკიძე. სათადარიგოთა შორისაა რევაზ ბროძელი.

შეგახსენებთ, რომ მატჩი ხვალ, თბილისის დროით 13 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.

შავი ლომი: 15. ლაშა ხმალაძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. დემურ თაფლაძე, 12. მერაბ შარიქაძე, 11. მირიან მოდებაძე, 10. გიორგი ბაბუნაშვილი, 9. თენგიზ პერანიძე;

1.მიხეილ ორაგველიძე, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ნიკა პატარაია, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. დავით გიგაური, 6. ნიკო აფციაური, 7. სანდრო მამამთავრიშვილი, 8. ლუკა ივანიშვილი.

16.გოგა ხუროშვილი, 17. გოგა ქადარია, 18. გიორგი პერტაია, 19. მიხეილ ბაბუნაშვილი, 20. თორნიკე აქუბარდია, 21. ლუკა მატკავა, 22. ლაშა ლომიძე, 23. სანდრო თოდუა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *