“ხშირად საუბრობენ ერთმანეთთან”… (ატალანტას რუსი და უკრაინელი)

ომი, რუსეთის აგრესია უკრაინაზე… იტალიურ ატალანტაში უკრაინელი რუსლან მალინოვსკი და რუსი ალექსეი მირანჩუკი თამაშობენ. ატალანტა, ყველამ ვიცით, მაგარი გუნდია და გოლებიც პანტა-პუნტით გააქვს.

წინა შეხვედრაში (ოლიმპიაკოსთან 3:0) მალინოვსკიმ ორი ბურთი შეაგდო, ორშაბათს კი სამპდორიასთან (4:0) ბოლო წუთებზე მირანჩუკმა გაიტანა. ორივემ მოკრძალებულად აღნიშნა: მალინოვსკიმ მაისური გამოაჩინა წარწერით, ხოლო მირანჩუკმა რამდენიმე ნაბიჯი გადადგა,  მერე ხელი ასწია, არ ავღნიშნავო და თავი ჩაღუნა.

სხვათა შორის, მალინოვსკი სამპდორიასთან განაცხადში არ იყო.

საინტერესოა, ახლა როგორი ურთიერთობა აქვთ ფეხბურთელებს. ამის შესახებ ატალანტას გენერალური დირექტორი უმბერტო მარინო და ნიდერლანდელი ნახევარმცველი მარტენ დე რონი ჰყვებიან:

მარინო: „მალინოვსკიმ იცის, რომ ამ დრამატულ მომენტში მხარში ვუდგავართ. მას და მირანჩუკს მეგობრული ურთიერთობა აქვთ. ისინი სლავებს წარმოადგენენ, მათი ხალხი ერთმანეთს ჰგავს. რუსლანისა და ალექსეის მეგობრობა მაგალითია და ასეც უნდა იყოს. ახლა განსაკუთრებული მომენტია, ერთმანეთს მეტი პატივისცემით უნდა მოვეპყრათ“

დე რონი:  „მძიმე დღეებია. რუსლანს უკრაინაში უახლოესი ადამიანები ჰყავს. მაგრამ ის და მირანჩუკი სულ საუბრობენ ერთმანეთთან, მათ შორის მეგობრობის გარდა არაფერია“.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *