ჯაბა კანკავამ სანაკრებო კარიერა დაასრულა

ბოლო წლების ერთერთმა საუკეთესო ქართველმა ფეხბურთელმა ჯაბა კანკავამ სანაკრებო კარიერა დაასრულა. ამის შესახებ მან სოციალური ქსელის საშუალებით განაცხადა.

“ცხოვრებაში დგება დრო, როდესაც შეძლებისდაგვარად მოკლედ, ბევრი რამის თქმა გსურს. ეს, სწორედ ასეთი შემთხვევაა. სიტყვა მადლობა ჩემ ცხოვრებაშიც გამორჩეულია, ამიტომ მადლობა ღმერთს, რისი კეთების შესაძლებლობაც მომცა, მადლობა ჩემ ქვეყანას, რადგან თავის წარმოჩენის საშუალება ასეთ დონეზე და ამ დოზით მქონდა. მადლობა ხალხს, თითოეულ გულშემატკივარს, ვისგანაც ვგრძნობდი სიყვარულს, გვერდში დგომას, პატივისცემას წლების განმავლობაში. გამორჩეული და განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა დედას, სწორედ მისი და ჩემი ოჯახის თითოეული წევრის, და ახლობელი ადამიანის, დიდი დამსახურებაა რომ მქონდა მოტივაცია და შესაძლებლობა ამდენი ხნის განმავლობაში ვყოფილიყავი ეროვნული ნაკრების წევრი. მინდა გამოვყო და გამოვარჩიო, ჩემ მიმართ ლევან კობიაშვილის და ალექსანდრე იაშვილის გვერდში დგომა. მათმა დამოკიდებულებამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში კვლავ ნაკრების წევრი ვყოფილიყავი. 

მადლობა თითოეულ მწვრთნელს, ფეხბურთელს, სამედიცინო პერსონალს, ყველა იმ ადამიანს ვისთან ერთადაც, თუნდაც ერთი თამაში ჩავატარე და სანაკრებო გარემოში ვიმუშავე. მადლობა იმ პატივისცემისთვის და უერთიერთობებისთვის, რაც ერთმანეთის მიმართ გვქონდა. მე ვარ ამაყი, რომ ვიყავი საქათველოს ეროვნული ნაკრების წევრი 17 წლის განმავლობაში. რამდენად გამომივიდა, არვიცი, მაგრამ მე ნამდვილად მაქსიმუმს ვაკეთებდი, რომ ჩემი ქვეყნის წარმატებაში ჩემი წვლილი შემეტანა. მივიღე გადაწყვეტილება დავასრულო სანაკრებო კარიერა, წარმატებებს ვუსურვებ მთელ საქართველოს და ეროვნულ ნაკრებს, დარწმუნებული ვარ და მჯერა მათი წარმატების მომავალში. ქვეყნის და საქართველოს ნაკრების დიდი გულშემატკივარი ჯაბა კანკავა.”-დაწერა კაკნავამ ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე.

კანკავამ საქართველოს ნაკრებში 100 მატჩი ჩაატარა, რითიც ლევან კობიაშვილთან ერთად ჩვენს ეროვნულ გუნდში ჩატარებული მატჩების მხრივ რეკორდის თანაავტორია. ჯაბამ საქართველოს ნაკრებში 10 გოლი გაიტანა.

ჯაბას საქართველოს ნაკრებში დებიუტი 2005 წელს ალბანეთთან 2:0 მოგებულ შეხვედრაში ჰქონდა, ბოლო მატჩი კი შარშან ოქტომბერში საბერძნეთის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ ჩაატარა, სადაც სანიოლის შეგირდები 0:2 დამარცხდნენ.

კანკავა ყოველთვის გამორჩეული იყო პროფესიონალიზმისთ, ბრძოლისუნარიანობით. ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის იგი დღეს სამაგალითოა. არიან ფეხბურთელები, რომლებიც მუდამ ბოლომდე იბრძვიან, ხან გამოსდით ხან არა, თუმცა ყოველთვის მაქსიმუმს აკეთებენ. ასეთი კატეგორიიდან იყო ჯაბა.

გამოცდილ ფეხბურთელს ეროვნულ გუნდში არაერთი გამორჩეული მატჩი აქვს ჩატარებული. ხორვატიასთან თბილისში მოგებული შეხვედრა, სადაც ლევან კობიაშვილმა მისი შესანიშნავი პასი დაასრულა გოლით, საფრანგეთთან 0:0 სადაც ლორიასთან ერთად შეუდარებელი იყო, ბრწყინვალე გოლი მანუელ ნოიერი კარში, 2018 წელს ერთა ლიგის ბოლო ტურში ყაზახეთთან და სხვა…

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *