ჯალაღონიას და ლობჟანიძის წყვილი ლელო

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის მე-14 ტურში საქართველოს ნაკრების მორაგბეებმა ვასილ ლობჟანიძემ და თორნიკე ჯალაღონიამ თითო ლელო მიითვალეს. თუმცა, ორივე ჩვენებურის გუნდმა მეტოქესთან ვერაფერი გააწყო.

ვასილ ლობჟანიძის, სოსო ბეკოშვილის, ლუკა ჯაფარიძის, თედო აბჟანდაძისა და ოთარ გიორგაძის ბრივი სტუმრად დამარცხდა ბექა გორგაძის პოსთან – 20:43.

ანგარიში ლელოთი ლობჟანიძემ მე-3 წუთზე გახსნა. თუმცა, მერე მასპინძლებმა იძალეს და ბრიველებსი დიდი სხვაობით სძლიეს. გორგაძემ და ლობჟანიძემ სრულად ითამაშეს. ბეკოშვილმა კი, ჯაფარიძე 34-ე წუთზე შეცვალა.

თორნიკე ჯალაღონიასა და ლუკა აზარიაშვილის ბიარიცი ასევე სტუმრად დამარცხდა ლექსო ყაულაშვილისა და ლაშა ტაბიძის ბორდოსთან – 30:27. ჯალაღონიამ, რომელმაც სრულად ითამაშა, ლელო 71-ე წუთზე გაიტანა.

აზარიაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 66-ე წუთზე შეცვალეს, ყაულაშვილი თამაშში 48-ე წუთიდან ჩაერთო.

სატურნირო მდგომარეობა

1.ბორდო – 46 ქულა, 2. ტულუზი – 41, 3. მონპელიე – 40, 4. კასტრი – 37, 5. ლა როშელი – 36, 6. ლიონი – 35, 7. კლერმონი – 33, 8. პო – 28, 9. სტად ფრანსე – 27, 10. რასინგი – 26, 11. ტულონი – 22, 12. ბრივი – 21, 13. პერპინიანი – 19, 14. ბიარიცი – 19

 

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *