დღეს ყველა დროი ერთ-ერთი საუკეთესო (ანაც საუკეთესო) ფეხბურთელის დიეგო არმანდო მარადონას დაბადების დღეა. დიეგო დღეს 61 წლის გახდებოდა. კაცი, რომელმაც მილიონობით ადამიანს ფეხბურთი შეაყვარა და კაცი, რომელიც დღემდე თავის საქმეში საუკეთესოდ ითვლება.
2008 წლის გაზაფხულზე დიეგო მეგობრებთან ერთად თბილისს ეწვია და ამხანაგური მატჩი გამართა. ერთ მხარეს ქართველი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდი იყო, მეორე მხარეს კი მარადონა და მისი მეგობრები. ამ ამხანაგურ შეხვედრაში მარადონას და ერთერთ გამორჩეულ ქართველ ფეხბურთელ გოჩა ჯამარაულს შორის საინტერესო რამ მოხდა, რაც ჯამარაულმა გადაცემაში “სპორტის ვარსკვლავები” რამდენიმე წლის წინ გაიხსენა.