“ჯანმრთელი კლიპერსი – დასავლეთ კონფერენციის საუკეთესო გუნდია”

ESPN-ის საკალათბურთო ექსპერტი ტიმ ბონტემპსი თვლის, რომ თუ ლოს-ანჯელეს კლიპერსი 2022/23 წლების სეზონში მოთამაშეთა ჯანმრთელობას შეინარჩუნებს, ასეთ შემთხვევაში კალიფორნიულ გუნდს იდეალური შანსი აქვს მოიგოს დასავლეთ კონფერენცია და სუპერ ფინალის საგზური მოიპოვოს.

null

კლიპერსი – დასავლეთ კონფერენციის საუკეთესო გუნდია, როდესაც შემადგენლობა ჯანმრთელი ყავს. ამაზე ორი აზრიც არ არსებობს.

2021-22 წლების სეზონში გუნდი აგროვებდა საჭირო მოთამაშეებს და დრაფტ პიკებს. ორგანიზაცია მოთმინებით ელოდებოდა კავაი ლეონარდის და პოლ ჯორჯის დაბრუნებას მიღებული ტრავმების შემდეგ.

მათ განხორციელებული ტრეიდების შედეგად შემადგენლობა გააძლიერეს ისეთი კალათბურთელებით, როგორებიც არიან ჯონ ვოლი, ნორმან პაუელი და რობერტ კოვინგტონი, შეინარჩუნეს ნიკოლა ბატუმი.

“კლიპერსს” ისეთი მრავალფეროვანი შემადგენლობა ყავს, რომ ნებისმიერ სტილზე შეუძლია თამაში. კალიფორნიულ გუნდს ტაირონ ლუს სახით საჩემპიონო მენტალიტეტის მწვრთნელი ყავს.

“კლიპერსს” ამ მომენტისთვის ყველაფერი გააჩნია, რაც საჭიროა ჩემპიონობისთვის” – განაცხადა ბონტემპსმა.

null

ლოს ანჯელეს კლიპერსის შემადგენლობა 2022/23 წლების სეზონისთვის

კავაი ლეონარდი

პოლ ჯორჯი

ჯონ ვოლი

რეჯი ჯექსონი

ნიკოლას ბატუმი

ტერენს მენი

რობერტ კოვინგტონი

ლუკ კენარდი

ნორმან პაუელი

მარკუს მორისი

ივიცა ზუბაცი

როდნი ჰუდი

ბრენდონ ბოსტონი

ამირ კოფი

მუსა დიაბატე

ხავიერ მუნი

ჯეისონ პრესტონი

Leave a comment

Your email address will not be published.