ჯარიმა ლებრონზე?! – ბევერლიმ მსაჯს მომენტი ვიდეოკამერაზე აჩვენა [VIDEO]

NBA-ს მორიგი სათამაშო დღე და საკალათბურთო კლასიკა – ბოსტონი VS ლეიკერსი. ლეიკერები TD Garden-ში აღმოსავლეთ კონფერენციის პირველ ადგილოსნებს ესტუმრნენ. საბოლოოდ გამარჯვება ბოსტონმა მოიპოვა – კელტებს ამისთვის ოვერტაიმი დასჭირდათ.

საინტერესო ფაქტი მოხდა მეოთხე მეოთხედის მიწურულს – როცა ტაბლოზე ფრე, 105:105 იყო, ლეიკერსი უტევდა. ლებრონი სამწამიანში შევიდა, ლეი აფით შეეცადა მატჩის მოგებას, თუმცა ააცილა. აცილების მომენტიდანვე ლეიკერსის კალათბურთელები ჯარიმაზე სიგნალირებდნენ. განმეორებაზე გამოჩნდა, რომ ლებრონზე ტეიტუმმი მართლაც დაჯარიმდა.

მსაჯების გადაწყვეტილება უცვლელი დარჩა. მატჩი ოვერტაიმში გადავიდა. უსამართლობის გრძნობით შეპყრობილმა ლეიკერსის უკანახაზელმა, პატრიკ ბევერლიმ, მსაჯისთვის მომენტის ჩვენება ვიდეოკამერით სცადა, თუმცა საპასუხოდ ტექნიკური ჯარიმა მიიღო.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *