ჯასტინ გეიჯი და მაიკლ ჩენდლერი ჰოსპიტალიზირებულები არიან

UFC 268-ის ყველაზე სანახაობრივი ორთაბრძოლა, რომელმაც საღამოს საუკეთესო ბრძოლის ბონუსიც აიღო, ორივე მებრძოლის ჰოსპიტალიზირებით დასრულდა. ჯასტინ გეიჯმა და მაიკლ ჩენდლერმა ერთმანეთს ასზე მეტი მძიმე დარტყმა მიაყენეს თავის არეში, რაც ბუნებრივია უშედეგოდ არ ჩაივლის. ტვინის დაზიანებებით გამოწვეული შედეგები კი ხშირად სავალალოა. სწორედ ამიტომ, ასეთ შემთხვევებში დენა უაითი მებრძოლებს პრესკონფერენციაზეც კი არ ტოვებს და მოითხოვს მსგავსი ბრძოლების შემდეგ მებრძოლების დაუყოვნებლივ გადაყვანას საავადმყოფოში.

შეგახსენებთ, სამ რაუნდიანი ომის შემდეგ მსაჯების საერთო გადწაყვეტილებით გამარჯვება ჯასტინ გეიჯიმ მოიპოვა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *