ჯა მორანტის 52 ქულა და გამარჯვება “სპურსთან”

NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ მატჩში “მემფისმა” საკუთარ მოედანზე უმასპინძლა “სან ანტონიოს” და ჯა მორანტის ბრწყინვალე ასპარეზობის ფონზე მეტოქე 118-105 დაამარცხა. “გრიზლისის” გამთამაშებელმა შეხვედრა 52 ქულით დაასრულა და კლუბის ფრენჩაიზ ისტორიაში გახდა პირველი კალათბურთელი, რომელმაც 50 ქულიან ზღვარს გადააბიჯა.

null

“მემფისმა” ჯას ზუსტი სროლების შედეგად პირველი მეოთხედი 42-34 მოიგო, თუმცა “სპურსი” მეტოქის ანგარიშში “შორს” გაშვებას არ აპირებდა. დეჟანტე მარეის (21 ქულა) და ლენი ვოკერის (22 ქულა) სტაბილურად კარგი ასპარეზობის ფონზე მეტოქესთან ჩამორჩენა მალევე შეამცირა.

სწორედ აქ აფეთქდა მორანტი, რომელმაც მეორე პერიოდში “სან ანტონიოს” ცენტრ ჯაკობ პოელტლს ბურთი თავზე გადაატენა და აღმაფრენაში მოიყვანა გულშემატკივარი

პირველი ტაიმის დასრულებამდე 0.4 წამი რჩებოდა, როდესაც სტივენ ადამსმა საკუთარი ფარის ხაზიდან შემოიტანა ბურთი თამაშში და გრძელი პასი გაუკეთა ჯას, რომელმაც ამ მოკლე დროში ბურთის დაჭერაც მოახერხა და კალათში გადაგზავნაც – დარბაზი კიდევ ერთხელ “გაგიჟდა” ემოციებისგან – მორნატის “ბაზერ ბითერი” შედგა.

დიდ შესვენებაზე უგამოცდილესმა გრეგ პოპოვიჩმა შეძ₾ო და “აზრზე მოიყვანა” მენტალურად გატეხილი გუნდი. “სპურსმა” თამამად შეუტია და მეოთხე მეოთხედში მეტოქესთან ჩამორჩენა 5 ქულამდე დაიყვანა 99-104. თუმცა ამის შემდეგ ჯა მორანტმა ზედიზედ 13 ქულა ჩააგდო და შეხვედრაში ინტრიგა დაასამარა.

Leave a comment

Your email address will not be published.