ჯგუფი დასრულდა… სამი გრანდი სახლში

ტოკიოს ოლიმპიადაზე ფეხბურთში ჯგუფური ეტაპი დასრულდა და მეოთხედფინალური წყვილებიც ცნობილია… ჯგუფში ჩარჩნენ გერმანია, საფრანგეთი და არგენტინა. ეს უკვე სიურპრიზებია, თუმცა ისიც დავწეროთ, რომ სამივენი მწირი რესურსით იყვნენ: შემადგენლობიდან გამომდინარე, მათი გავარდნა სუპერსენსაციაც არაა.

 

არგენტინა ბურთების შეფარდებით ჩამორჩა ეგვიპტეს… ესპანეთთან ფრე გაახერხა, მაგრამ არ ეყო. არგენტინელებმა პირველ ტურში ავსტრალიასთან 0:2 რომ წააგეს, ის ინანეს მწარედ.

 

მასპინძელმა იაპონიამ 4:0 აჯობა საფრანგეთს, რომელსაც ჟინიაკი ჰყავდა ნათელი წერტილი. ფრანგებმა სულ 5 გოლი გაიტანეს და აქედან 4 სწორედ ჟინიაკმა, რომელიც ბოლო წლებში მექსიკის ლიგაში თამაშობს. აბა, იაპონია-საფრანგეთი 4:0 როგორ ჟღერს?..

 

გერმანიას ბოლო ტურში მხოლოდ მოგება სჭირდებოდა კოტ დივუართან, მაგრამ 1:1… სუსტი შემადგენლობით იყვნენ გერმანელები. მაქს კრუზე, არნოლდი და მაიერი საკმარისი არ იყო.

 

თითქოს გამოკვეთილია 4 ფავორიტი: ბრაზილია და ესპანეთი შემადგენლობითაც და სახელებითაც, აი, იაპონია და მექსიკაც მაგრები არიან.

 

ბოლო ტური

 

A: იაპონია – საფრანგეთი 4:0, მექსიკა – სამხრეთ აფრიკა 3:0

 

B: რუმინეთი – ახალი ზელანდია 0:0, სამხრეთ კორეა – ჰონდურასი 6:0

 

C: ესპანეთი-არგენტინა 1;1, ეგვიპტე-ავსტრალია 2:0

 

D: გერმანია – კოტ დივუარი 1:1, ბრაზილია-საუდის არაბეთი 3:1

 

მეოთხედფინალები 31 ივლისს გაიმართება:

 

იაპონია – ახალი ზელანდია, სამხრეთ კორეა – მექსიკა, ბრაზილია – ეგვიპტე, ესპანეთი – კოტ დივუარი

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *