“ჯეიკ პოლთან ბრძოლა MMA-ში?..” – ხაბიბი შესაძლო დაპირისპირებაზე ალაპარაკდა

UFC-ს მსუბუქი წონის ყოფილმა ჩემპიონმა, ხაბიბ ნურმაგომედოვმა, კარიერა 2 წლის წინ დაასრულა. მიუხედავად ამისა, მის შესაძლო დაბრუნებაზე საუბრები არ წყდება, მეტოქეებად კი ხან ვის მოიაზრებენ, ხან ვის. ბოლო პერიოდში კი დაღესტანელის სახელს ჯეიკ პოლს, კრივის ახალგაზრდა ვარსკვლავს უკავშირებენ.

პოლმა კრივში გამართულ 5-ვე ბრძოლაში გაიმარჯვა, აქედან 4-ში ნოკაუტით. მისივე თქმით, იგი მალე MMA-ში გადაბარგდება. თავდაპირველად მან ამ სპორტში ადგილის დასამკვიდრებლად ხაბიბთან და მის გუნდთან ვარჯიშის სურვილი გამოთქვა, თუმცა მოგვიანებით ნურმაგომედოვი სასურველ მეტოქედ დაასახელა.

ხაბიბის ორგანიზაცია Eagle FC განვითარების პირველ ნაბიჯებს დგამს. ნურმაგომედოვს ორგანიზაციაში დიდი და ცნობილი სახეების დამატება სურს, მან ჯეიკსაც შეუთვალა, რომ EFC-ს კარები მისთვის ღია იყო, თუმცა ამერიკელმა სანაცვლოდ ნურმაგომედოვთან ბრძოლა მოითხოვა. ამ გამოწვევაზე ხაბიბმა Full Send Podcast-ში ისაუბრა:

“მას ჩემთან ბრძოლა სურს? კარგით რა… ჯეიკ პოლი? არამგონია ეს მოხდეს. MMA-ში იგი ორ წუთსაც ვერ გამიძლებს…”

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *