კრივის ახალგაზრდა ვარსკლავების, ჯეიკ პოლისა და ტაისონ ფიურის ძმის, ტომი ფიურის ბრძოლა ხელახლა ჩაინიშნა. ისინი ერთმანეთს გასულ წელს უნდა დაპირისპირებოდნენ, თუმცა ტომი ტრავმის გამო ბრძოლას ჩაეხსნა. ტომის მაგივრად ჯეიკი ტაირონ ვუდლის მეორედ შეხვდა და ნოკაუტით დაამარცხა. ეს ამერიკელისთვის კრივის კარიერაში მე-5 გამარჯვება იყო.
ჯეიკი, როგორც მოკრივე, დღითიდღე იზრდება და ვითარდება. ასე რომ, ის შეხედულება, რომ ჯეიკი იუთუბერია, კრივი რამდენიმე წელია რაც დაიწყო, ტომი ფიური კი ბოლოს და ბოლოს, ტაისონ ფიურის ძმაა, მცდარია. ობიექტურად შანსები თანაბარია – მართალია, ტომი გაცილებით გამოცდილია ვიდრე ჯეიკი, თუმცა მასზე ფსიქოლოგიური წნეხი ძალიან დიდი იქნება. წაგების შემთხვევაში, თავად უფროსი ძმა ემუქრება მას კარიერის დასრულებით.
პოლისა და ფიურის დაპირისპირებას ლეგენდარული მედისონ სქუეარ გარდენი უმასპინძლებს, ბრძოლა თბილისის დროით 7 აგვისტოს გაიმართება.