ჯეიკ პოლსა და კონორ მაკგრეგორს შორის დიდი ხანია დაძაბული ურთიერთობაა. ჯეიკი სხვადასხვა შეურაცხმყოფელი ხერხებით ცდილობდა კონორის დათანხმებას მასთან ბრძოლაზე, თუმცა ამაოდ. ამჯერად მან კონორის ბრძოლის წინ 100.000$-ის ღირებულების ბრილიანტებით მორთული ყელსაბამი შეუკვეთა, რომელზეც დანოკაუტებული კონორ მაკგრეგორია გამოსახული. ყელსაბამის ვიდეოსა და ფოტოებს ჯეიკი სოც.ქსელებში ავრცელებს.