19 დეკემბერს, ჯეიკ პოლისა და ტაირონ ვუდლის შორის რემატჩი გაიმართება. პირველ ბრძოლაში, რომელიც ამ ზაფხულს ჩატარდა, ჯეიკმა მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა UFC-ს მრავალგზის ჩემპიონი. აღნიშნულ თარიღზე, პოლს ტაისონ ფიურის უმცროს ძმასთან, ტომი ფიურისთან უნდა ეჩხუბა, თუმცა ბრიტანელი ტრავმის გამო ბრძოლას გამოეთიშა და იგი ვუდლიმ ჩაანაცვლა.
დღეს გამართულ წინასაბრძოლო პირისპირ ინტერვიუში ჯეიკმა მოწინააღმდეგეს საშობაოდ საჩუქარი გაუკეთა – ძვირადღირებული როლექსი. “ეს საჩუქარი ჩემგან, პატივისცემის ნიშნად, რადგან ბრძოლას მოკლე დროში დათანხმდი” – უთხრა ჯეიკმა ვუდლის. თავისმხრივ ვუდლის რეაქციამაც არ დააყოვნა – “ეს ბიჭი გიჟია, სიამოვნებით მივიღებ ამ საჩუქარს”.