ჯეიკ პოლმა კრივით 2021 წელს კოლოსალური თანხა გამოიმუშავა

ცნობილმა იუთუბერმა, ჯეიკ პოლმა, რომელიც ბოლო წლებში აქტიურად ასპარეზობს კრივში, 2021 წელი შთაბმეჭდავი რიცხვებით დაასრულა. მიმდინარე წელს ჯეიკმა 3 ბრძოლა გამართა და სამივეში გაიმარჯვა. მან ჯერ ბენ ასკრენი დაანოკაუტა, ხოლო შემდეგ ორჯერ ტაირონ ვუდლი დაამარცხა. ფორბსის მონაცემებით, გამართულ 3 ბრძოლაში 24 წლის მოკრივემ 40 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. ჯეიკმა გამოიმუშავა მეტი, ვიდრე თანამედროვეობის საუკეთესო მოკრივემ, კანელო ალვარეზმა (34 მილიონი). ამ შედეგით, ჯეიკ პოლი გახდა სპორტის ისტორიაში ყველაზე შემოსავლიანი სპორტსმენი 25 წლამდე ასაკში.

აღსანიშნავია ასევე მისი ძმის, ლოგან პოლის შედეგიც – მან გასულ წელს მხოლოდ 1 ბრძოლა გამართა ფლოიდ მეივეზერის წინააღმდეგ და 18 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

Leave a comment

Your email address will not be published.