ცნობილი 24 წლის იუთუბერი, ჯეიკ პოლი განაგრძობს კრივის წარამტებულ კარიერას – მან UFC-ს ყოფილი ჩემპიონი, ტაირონ ვუდლი მსაჯთა გაყოფილი გადაწყვეტილებით დაამარცხა. 8 რაუნდიანი ბრძოლის განმავლობაში გამოკვეთილი ფავორიტი არ ჩანდა, თუმცა მსაჯების უმრავლესობის სიმპათია მაინც ჯეიკისკენ გადაიხარა. ეს პოლისთვის 4-დან მეოთხე გამარჯვებაა. აღსანიშნავია, რომ ჯეიკს აკრიტიკებდნენ მისი ყოფილი ოპონენტების გამო, ვინაიდან არცერთი მათგანი არ იყო პროფესიონალი მოკრივე – ერთი იუთუბერი იყო, ერთი კალათბურთელი, ერთიც ბენ ასკრენი – UFC-ს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი სტრაიკერი. მართალია, არც ვუდლია პროფესიონალი მოკრივე, თუმცა მის მარჯვენას არაერთი ვარსკლავი ჰყავს დანოკაუტებული. ასე რომ, ჯეიკმა ეს რთული ტესტი ჩააბარა.
ჯეიკ პოლმა ტაირონ ვუდლი დაამარცხა [VIDEO]
