ჯეიკ პოლმა ტაირონ ვუდლი ერთი დარტყმით გათიშა [VIDEO]

24 წლის ჯეიკ პოლმა, რომელსაც ყველა “იუთუბერ მოკრივედ” მოიხსენიებს, დღეს დიდი განაცხადი გააკეთა – პოლმა 5 გზის UFC-ს ჩემპიონი, ტაირონ ვუდლი რემატჩში მძიმე ნოკაუტით დაამარცხა. მე-6 რაუნდის ბოლო წუთზე, ძლიერი მარჯვენა ოვერჰენდის მოხვედრის შემდეგ, ვუდლი რინგზე უგონოდ დაეცა. მსგავსი მარცხი ვუდლის UFC-ს მრავალწლიანი კარიერის მანძილზეც კი არ განუცდია.

ჯეიკი კვლავ დაუმარცხებელია. რიგით მე-5 მოგება და აქედან 4 ნოკაუტი. დიდი ხნის მანძილზე მისი სპორტული კარიერის მიმართ ბევრს არასერიოზული დამოკიდებულება ჰქონდა, თუმცა დღევანდელი გამარჯვება არაერთ ადამიანს შეუცვლის ჯეიკის მოკრივეობაზე აზრს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *