ხვიჩა კვარაცხელიაზე ამჯერად ჯეიმი კარაგერმა ისაუბრა. ლივერპულის ყოფილმა მცველმა განაცხადა, რომ მის მსგავს ფეხბურთელებს დღეს იშვიათად ვნახავთ.
“კვარაცხელია ევროპაში ყველაზე ამაღელვებელი ფეხბურთელია. მისი მსგავსი მოთამაშეები დღეს ნაკლებად გვხვდება. უკვე ვნახეთ მისი რეალური ძალა, რისთვისაც ის ნაპოლიმ შეიძინა. როგორც ჩანს, კვარაცხელია პროგრესს გააგრძელებს და დიდი შანსია მომავალ სეზონში მადრიდის რეალში ვიხილოთ.” – განაცხადა კარაგერმა CBS Sport-თან საუბრისას.
კვარაცხელია ნაპოლის შესანიშნავად შეეწყო. ხვიჩამ ნეაპოლელთა მაისურით 25 მატჩი ჩაატარა, 12 გოლი გაიტანა და 13 საგოლე გადაცემა გააკეთა. ნაპოლი სერია ა-ს ცხრილის სათავეშია, ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8 ფინალში კი აინტრახტს 2:0 მოუგო.