ჯეიმი კარაგერი: მანჩესტერმა რონალდუს დაბრუნებით შეცდომა დაუშვა

ლივერპულის ყოფილმა ფეხბურთელმა ჯეიმი კარაგერმა კრიშტიანუ რონალდუზე ისაუბრა. ინგლისელმა განაცხადა, რომ მანჩესტერ იუნაიტედმა პორტუგალიელის დაბრუნებით შეცდომა დაუშვა.

“კრიშტიანუმ ბრაიტონთან მოგებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. მიუხედავად ამისა მგონია, რომ მანჩესტერმა მისი დაბრუნებით შეცდომა დაუშვა. მომავალ სეზონში კრიშტიანუს შენარჩუნება ძალიან რთული იქნება. 

მნიშვნელობა არ აქვს იუნაიტედი მოიგებს თუ წააგებს, ან რონალდუ გაიტანს თუ ვერა. მისი ბრენდის შენახვა მაინც რთული იქნება. კრიშტიანუზე დიდი ზეწოლა მოდის და მას არ შეუძლია ამ ყველაფრის იგნორირება.”-განაცხადა კარაგერმა The Thelegraph-თან საუბრისას.

რონალდუმ წელი არცისე კარგად დაიწყო. მას ზედიზედ 6 მატჩში არ ჰქონდა გოლი გატანილი, თუმცა უსიამოვნო ტრადიცია ბრაიტონთან გოლით დაასრულა. სულ ამ სეზონში იუნაიტედის მაისურით მის ანგარიშზე 23 მატჩი და 15 გოლია.

მანჩესტერი პრემიერლიგაში 44 ქულით მე-3 ადგილზეა. ბრიტანული გრანდი ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალშია, სადაც ატლეტიკოს შეხვდება. ამ გუნდებს შორის პირველი მატჩი 23 თებერვალს გაიმართება, განმეორებითი თამაში კი 15 მარტს.

Leave a comment

Your email address will not be published.