NBA-ს 2023 წლის ყველა ვარსკვლავთა მატჩს 19 თებერვალს სოლტ ლეიკ სიტი უმასპინძლებს.
სოციალური ქსელის დახმარებით, მაყურებელს საშუალება ეძლევა ხმა მისცეს თავის ფავორიტ კალათბურთელს და აირჩოს სასტარტო ხუთეულის წევრები ALL STAR-ზე.
ხმების მიცემის პირველი ეტაპი დასრულებულია, ლიგის სტატისტიკურმა ცენტრმა კი წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა.
“ლეიკერსის” ფორვარდმა ლებრონ ჯეიმსმა ერთპიროვნული ლიდერობა მოიპოვა, მიიღ რა ყველაზე მეტი ხმა 3 168 694, აღმოსავლეთში საუკეთესო შედეგი კევინ დურანტს გააჩნია 3 118 545.
“დენვერის” ცენტრი ნიკოლა იოკიჩი (2 237 768) და “ლეიკერსის” მძიმე ფორვარდი ენტონი დევისი (2 063 325) მეორე და მესამე ადგილებს იკავებნ დასავლეთ კონფერენციაში მიღებული ხმების რაოდენობით.
აღმოსავლეთში სამეულში შედიან “მილუოკის” სუპერ ვარსკვლავი იანის ანტეტენკუმპო (2 998 327) და “ფილადელფიას” ცენტრი ჯოელ ემბიდი (2 226 712).
უკანახაზელთა შსორის ყველაზე მეტი ხმა “გოლდენ სტეიტის” ლიდერმა – სტეფ კარიმ მიიღო (2 715 520), დასავლეთში მეორე ადგილზეა ლუკა დონჩიჩი (2 388 502).
აღმოსავლეთ კონფერენციაში ერთპიროვნულად ლიდერობს “ბრუკლინის” გამთამაშებელი კაირი ირვინგი (2 071 715), “კლივლენდის” უკანახაზელი დონოვან მიტჩელი მეორეა (1 637 374).