ჯეიმს ჰარდენის სისწრაფე კლებულობს

ESPN-ის ანალიტიკოსმა კირკ გოლდსბერიმ გამოაქვეყნა ძალიან საინტერესო სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში ჯეიმს ჰარდენის სისწრაფემ საგრძნობლად დაიკლო.

მიმდინარე სეზონში, ყველაზე სწრაფად ჰარდენი 16,2 მილი/საათი სიჩქარით გარბოდა მოედანზე (26 კმ/სთ), გასულ სეზონში “ბაბუაწვერას” საუკეთესო მაჩვენებელი 16,4 მილი იყო. 2013/14 წლების სეზონიდან მოყოლებული 2019/20 წლების სეზონის ჩათვლით სისწრაფის ეს მაჩვენებლი 19 მილი/საათზე დაბლა არ ჩამოსულა.

შეგახსენებთ, რომ 10 თებერვალს, “ბრუკლინ ნეთსმა” ჯეიმს ჰარდენი “ფილადელფიაში” გაცვალა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *