ჯეიმს ჰარდენი:“ფურცელზე „ლეიკერსი“ საკმაოდ ძლიერია“

„ბრუკლინის“ ვარსკვლავურმა გამთამაშებელმა ჯეიმს ჰარდენმა ისაუბრა „ლეიკერსზე“ და ლოს-ანჯელესური კლუბის ძლიერ შემადგენლობაზე, ლიგის „ბაბუაწვერამ“ აღნიშნა რომ ფურცელზე ლეიკერსის შემადგენლობა საკმაოდ ძლიერად მოსჩანს.

„ფურცელზე „ლეიკერსმა“ მართლაც ძლიერი შემადგენლობა შეკრიბა, თუმცა ბევრი ახალი კალათბურთელი ყავთ და მათ დასჭირდებათ დრო, რომ შეთამაშდნენ. ვფიქრობ „ბრუკლინის’ მთავარი კონკურენტი სოწრედ ეს კლუბი იქნება.

კალიფორნიულ გუნდს ბევრი ვეტერანი ყავს, რომელთაც კოლოსალური გამოცდილება აქვთ დაგროვილი. პრინციპში იგივეს თქმა შეიძლება ჩვენს გუნდზეც“ – განაცხადა ჰარდენმა.

null

შეგახსენებთ, რომ ზაფხულში, „ლეიკერსის“ შემადგენლობა შეავსეს ისეთმა მოთამაშეებმა, როგორებიც არიან : რასელ ვესტბრუკი, უეინ ელინგტონი, მალიკ მონკი, კარმელო ენტონი, კენდრიკ ნანი, დუაიტ ჰოვარდი, დეანდრე ჯორდანი, რაჟონ რონდო, კენტ ბეიზმორი და ტრევორ არიზა.

განხორციელებული ტრეიდების შედეგად კი კალიფორნიული კლუბი დატოვეს: კაილ კუზმამ, კენტავიუს კალდველ პოუპმა, დენის შროდერმა, მონტრეზ ჰარელმა, მარკიფ მორისმა, მარკ გასოლმა, უესლი მეტიუზმა, ალექს კარუზომ, ანდრე დრამონდმა, ბენ მაკლემორმა და ჯარედ დადლიმ.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *