ჯეიმს ჰარდენი „ფილადელფიაში“ – ბენ სიმონსი “ბრუკლინში”?

პოპულარული ამერიკული გამოცემის „The Athletic”-ის ინფორმაციით სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე (10 თებერვალი) შესაძლოა NBA-ში „ბომბა“ გაცვლა განხორციელდეს – ჯეიმს ჰარდენი „ბრუკლინიდან“ სათამაშოდ „ფილადელფიაში“ გადავიდეს, საპირისპირო მიმართულებით კი ბენ სიმონსი და „ფილას“ ნახევარი გუნდი წამოვიდეს.

ინსაიდერ შემს ჩარანიას ინფორმაციით, ‘ფილადელფია“ ყველანაირად ცდილობს დააჩქაროს მოლაპარაკებები. თავისმხრივ „ნეთსის“ ხელმძღვანელებიც არ არიან წინააღმდეგნი, რომ ტრეიდში მოახვედრონ ჯეიმს ჰარდენი (ჰარდენის კონტრაქტს ვადა ზაფხულში გასდის და წინასწარი ინფორმაციით იგი არ აპირებს მის გაგრძელებას).

სავარაუდოო გაცვლა უახლოესი 1 კვირის განმავლობაში უნდა განხორციელდეს – „ფილას“ მხრიდან ტრეიდში შესაძლოა ჩართულნი იყვნენ სეტ კარი, ტაირის მაქსი და მატიას ტაიბული რათქმაუნდა ბენ სიმონსთან ერთად.

null

მოთამაშეთა ხმაურიანი გაცვლა უკვე განახორციელეს „კლიპერსმა“ და „პორტლენდმა“. ლოს ანჯელესურმა კლუბმა ტრეიდის შედეგად „ბლეიზერსში“ გაუშვა ერიკ ბლედსოუ, ჯასტინ ვინსლოუ, კეონ ჯონსონი და დრაფტის მეორე რაუნდის არჩევანი(2025 წლის), საპასუხოდ კი ნორმან პაუელი და რობერტ კოვინგტონი მიიღო.

განხორციელებული გაცვლა ორივე გუნდს აწყობდა – „კლიპერსმა“ შემადგენლობა კიდევ უფრო სოლიდური გახადა, „პორტლენდმა“ კი მოთამაშეთა სახელფასო ჭერი მნიშვნელოვნად განტვირთა.

null

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ერიკ ბლედსოუ (31 წლის, 185 სმ) „კლიპერსის“ რიგებში საშუალოდ მატჩში 9,9 ქულას, 4,2 პასს და 3,4 მოხსნას აგროვებდა. უინსლოს(25 წლის, 198 სმ) სტატისტიკა ასე გამოიყურებოდა – 4,2 ქულა, 3.6 მოხსნა. ახალწვეულმა ჯონსონმა კი 2021-22 წლების სეზონში მხოლოდ 15 მატჩში მიიღო მონაწილეობა, სადაც საშუალოდ 3,5 ქულას აგდებდა.

ნორმან პაუელი მიმდინარე რეგულარულში „პორტლენდის“ ერთ-ერთი ლიდერი იყო – 18,7 ქულა, 3,3 მოხსნა, 2,1 პასი. რობერტ კოვინგტონის მონაცემები ასე გამოიყურება – 7,6 ქულა და 5,7 მოხსნა.

Leave a comment

Your email address will not be published.