ჯეისონ ტეიტუმის 49 ქულა “მაიამის” წინააღმდეგ

NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგი სათამაშო დღის ცენტრალური მატჩი ბოსტონში იმართებოდა, სადაც ადგილობრივი “სელტიქსი” მასპინძლობდა “მაიამი ჰიტს”.

ეს გახლდათ გასული სეზონის, აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალის მატჩის განმეორება. სტუმრებს ძალიან სურდათ რევანშის აღება, თუმცა არაფერი გამოუვიდათ.

null

ჯეისონ ტეიტუმის 49 ქულის და 11 მოხსნის ფონზე “ბოსტონმა” 134-121 დაამარცხა “მაიამი” და კიდევ უფრო გაიმყარა პოზიციები აღმოსავლეთ კონფერენციაში.

“სელტიქსის” საკალათბურთო ვარსკვლავმა პარკეტზე 39 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში ნასროლი 25 ბურთიდან 15 მოათავსა კალათში (12-დან 11 საჯარიმო ჩააგდო). მის ანგარიშზე ასევე გახლდათ 3 პასი და 2 ჩაჭრა.

ტეიტუმმა კარიერაში მეხუთედ შეძლო 45+ ქულის ჩაგდება და ამ მაჩვენებლით გადაასწრო ლეგენდარულ პოლ პირსს(4). ბოსტონის ისტორიაში ჯეისონზე უკეთესი შედეგი მხოლოდ ლარი ბერდს აქვს – 19 მატჩი, სადაც 45+ ქულას აგროვებდა.

2022 წლის ნოემბრში ტეიტუმმა მეცხრედ შეძლო 30 ან მეტი ქულის ჩაგდება NBA-ს მატჩებში, რაც მისი პირადი რეკორდი განმეორებაა კალენდარულ თვეში.

“სელტიქსის” ისტორიაში მხოლოდ ბერდს აქვს დაფიქსირებული უკეთესი მაჩვენებლები (1986 წლის მარტში 10 მატჩი 30+ ქულით, ხოლო 1998 წლის მარტში 11).

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *