ჯეისონ ტეიტუმის 51 ქულა და „დაცხრილული“ ჯადოქრები

NBA-ს მიმდინარე სეზონში „ბოსტონი“ ძალიან არადამაჯერებლად გამოიყურება. „სელტიქსს“ 27 ჩატარებული თამაშის შემდეგ უარყოფითი ბალანსი გააჩნდა 23 მოგება და 24 წაგება. არასტაბილურად გამოიყურებიან „მწვანეთა“ ლიდერები ჯეისონ ტეიტუმი და ჯეილინ ბრაუნი. ერთ კონკრეტულ შეხვედრაში შეიძლება „გამოანათონ“ და პირადად მოიგონ მატჩი, თუმცა მომდევნო 3 მატჩი ჩააგდონ.

null

დღეს გამთენიისას სწორედ ასეთი „გამონათება“ ქონდა ჯეისონ ტეიტუმს. „ბოსტონის“ ლიდერმა „ვაშინგტონთან“ გასვლით მატჩში „აიწყვიტა“ და მეტოქეს 51 ქულა ჩაუგდო. დედაქალაქელი „ჯადოქრების რიგებში ვერ მოიძებნა კალათბურთელი, რომელიც ოდნავ მაინც შეზღუდავდა ტეიტუმს.

მეორე მეოთხედის მიმდინარეობისას „სელტიქსი“ 46-45 იგებდა, როდესაც სტუმრები 14-0 გაექცნენ მეტოქეს და ამის შემდეგ უკან აღარც მოუხედავთ. “ბოსტონმა” იოლად მიიყვანა მატჩი ლოგიკურ გამარჯვებამდე 116-87.

ტეიტუმმა კარიერაში მეხუთედ ჩააგდო 50+ ქულა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მისი ჩამოწერა „სუპერვარსკვლავის“ სტატუსიდან ჯერ ნაადრევია. ჯეისონმა 14-დან 9 სამქულიანი მოათავსა კალათში, ქონდა 10 მოხსნა და 7 შედეგიანი გადაცემა.

„ბოსტონმა“ მიმდინარე სეზონში კიდევ ერთხელ გაათანაბრა მოგება/წაგების ბალანსი და აღმოსავლეთ კონფერენციაში მერვე პოზიციამდე აღზევდა. „ვაშინგტონი“ კი მეათე საფეხურამდე „ჩამოსრიალდა“ 23/24.

Leave a comment

Your email address will not be published.