ჯეკი და საშა

ინგლისის ნაკრების ნიჭიერი ჯეკ გრილიში, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟია. ცოტა ხნის წინათ, მან მშობლიური ასტონ ვილას ახალი სეზონის ფორმის პრეზენტაცია მოაწყო და ამით თითქოს მიუთითა – შინ ვრჩებიო. თუმცა, ბრიტანული ტაბლოიდები ამტკიცებენ, მანჩესტერ სიტი გრილიშში 100 მილიონ გირვანქას იხდის და ტრანსფერის საქმე დღეების ამბავიაო.

ამასობაში, ჯეკი ხორვატიის ისტორიულ ქალაქ დუბროვნიკში შეამჩნიეს, სადაც თავის შეყვარებულ საშა ეტვუდთან ერთად ნებივრობდა.

ამჟამად 25 წლის ჯეკი და საშა სოლიჰალის ვესტ-მიდსის სკოლისდროინდელი მიჯნურები ყოფილან. მოგვიანებით დაშორებულან. მაგრამ, გასულ თვეს ისევ უპოვნიათ ერთმანეთი და ერთობ ბედნიერები დადიან.

Jack Grealish was relaxing on a romantic trip to the historic city of Dubrovnik with his girlfriend

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *