ჯენოამ შევჩენკო გაუშვა

ჯენოამ ანდრეი შევჩენკო მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაანთავისუფლა. ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა საიტმა გაავრცელა. შევჩენკო გუნდიდან არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო დაითხოვეს.

უკრაინელმა სპეციალისტმა გუნდი შარშან ნოემბერში ჩაიბარა. გენუელებმა შევჩენკოს ხელმძღვანელობით 11 მატჩი ჩაატარეს, საიდანაც მხოლოდ 1 მოიგეს, 3 ფრედ დაასრულეს და 7-ჯერ დამარცხდნენ. ჯენოა სერია ა-ში 12 ქულით მე-19 ადგილზეა.

აღსანიშნავია, რომ გენუელებს შევჩენკოს გაშვება ძვირი დაუჯდებათ. კონტრაქტის ვადაზე ადრე გაწყვეტის გამო იტალიელები შევჩენკოს 20 მილიონ ევროს გადაუხდიან კომპენსაციის სახით.

Leave a comment

Your email address will not be published.