ჯერარდი პრემიერლიგაში… ფორმალობაღა დარჩა

ასტონ ვილა უახლოეს 48 საათში გამოაცხადებს ინფორმაციას სტივენ ჯერარდის მწვრთნელად დანიშვნის შესახებ. ლივერპულის ლეგენდა კლუბის ხელმძღვანელობას ხვდება და როგორც ბრიტანული პრესა (მათ შორის Birmingham Live) წერს, ოფიციალური მხარეღა დარჩა.

ასტონ ვილამ ორი დღის წინ გაათავისუფლა მწვრთნელი დინ სმიტი და მიზეზი ბანალურია: ზედიზედ 6 წაგება პრემიერლიგაში. გუნდი მე-16 ადგილზეა.

ჯერარდი 2018 წელს გახდა გლაზგო რეინჯერსის მწვრთნელი და შედეგიანად მუშაობს. რეინჯერსმა სელტიკის ჰეგემონია შეწყვიტა და შოტლანდიის ჩემპიონი გახდა, ევროტურნირებზეც რამდენიმე დასამახსოვრებელი მატჩი ჩაატარა.

ჯერარდი ძალიან უყვართ „ჩაფრების“ ფანებს, მაგრამ პრემიერლიგა სხვა გამოწვევაა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *