ჯერარდს პრემიერლიგაში იწვევენ

მას შემდეგ, რაც ჟოზე მოურინიომ ტოტენჰემი დატოვა, დეზები მწვრთნელის ძიებაში არიან. Evening Standard-ის ინფორმაციით, ტოტენჰემი შესაძლოა სტივენ ჯერარდმა ჩაიბაროს.

ჯერარდი 2018 წლიდან მოყოლებული რეინჯერსის მწვრთნელია. წინა სეზონში მან შოტლანდიის ჩემპიონატი წაუგებლად მოიგო და სტივის მიმართ ინტერესი ძალზედ გაიზარდა.

რაც შეეხება ტოტენჰემს, ლონდონელები პრემიერლიგაში 62 ქულით მე-7 ადგილზე გავიდნენ, რაც ცხადია გუნდისთვის ცუდი შედეგია.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *