ჯერაც უმუშევარნი

იანვარში სატრანსფერო ფანჯარა იხსნება და კლუბებს ფეხბურთელების ყიდვა-გაყიდვის საშუალება ეძლევათ, თუმცა ამავე პერიოდში, ცხადია მწვრთნელების შეცვლაზეც შეიძლება იფიქრონ. ტრადიციულად, ხუთ მწვრთნელზე შევაჩერებთ თქვენს ყურადღებას, რომლებიც უკვე ნახევარ წელიწადზე მეტია უმუშევრები არიან, თუმცა ნებისმიერი კლუბისთვის სასურველი იქნებოდნენ.

ზინედინ ზიდანი

49 წლის, საფრანგეთი

ზიდანის სამწვრთნელო კარიერაში მხოლოდ ერთი გუნდი იყო, რომელმაც მოკლე დროში დიდ წარმატებებს მიაღწია. მადრიდის რეალმა ის მთავარ მწვრთნელად 2016 წლის იანვარში დანიშნა რაფაელ ბენიტესის ნაცვლად. სამეფო კლუბმა იმ წელსვე მოიგო ჩემპიონთა ლიგა. მომდევნო წელს რეალი ისევ საუკეთესო გახდა ევროპაში და შინაური ჩემპიონატიც მოიგო.

ჯამში ზიდანის ხელმძღვანელიბით რეალმა ზედიზედ სამჯერ გაიმარჯვა ჩემპიონთა ლიგაში, რაც მანამდე სხვას ვერ მოეხერხებინა.

Real Madrid: Zinedine Zidane's best act of magic last season

გუნდიდან ზიდანი 2018 წლის მაისში წავიდა და კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი ჯილდო მოიგო (მათ შორის, ორ-ორჯერ უეფას სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი).

თუმცა მალევე დაბრუნდა, 2019-ის მარტში. მეორედ მისვლა ისეთი წარმატებული აღარ გამოდგა. თუმცა ესპანეთის ჩემპიონის კიდევ ერთი ტიტული დაუმატა რეალის ისედაც შთამბეჭდავ პრიზების კოლექციას.

ზიზუ რეალიდან 2021-ის მაისში წავიდა და მას შემდეგ „უმუშევრადაა.“  მანჩესტერ იუნაიტედსაც უკავშირებდნენ, პარი სენ-ჟერმენსაც, მაგრამ ჯერჯერობით დასვენებას არჩევს. ცოტა ხნის წინათ საფრანგეთის ფეხბურთოს ფედერაციის პრეზიდენტმა, ნოლე ლე გრემ, ქვეყნის ნაკრების გაძღოლაც შესთავაზა. თუმცა ზიდანმა უპასუხა, სანამ დიდიე დეშამს კონტრაქტი არ დაუმთავრდება (2022 წლის 31 დეკემბერს), ამ თემაზე საუბარი ზედმეტიაო.

 იოაჰიმ ლიოვი

61 წლის, გერმანია

ბოლო დროს ლიოვის გვარი ერთთავად გერმანიის ნაკრებთან ასოცირდებოდა. 2004-ში ის იურგენ კლინსმანის თანაშემწედ დაინიშნა ბუნდესნაკრებში. 2006 წლიდან კი თავკაცი გახდა. ლიოვის ხელმძღვანელობით ბუნდრსნაკრებმა 2014 წელს მსოფლიო ჩემპიონობა მოიპოვა, 2017-ში კი კონფედერაციათა თასი.

Euro 2020: Germany coach Joachim Low's 15-year tenure ends in regret | Football News – India TV

ლიოვი ნაკრებიდან ევრო 2020-ის შემდეგ წავიდა და თქვა, დასვენება მჭირდებაო. გასულ თვეში გავრცელდა ინფორმაცია, თურქული ფენერბაჰჩე იწვევსო, მაგრამ ამას იქით საქმე აღარ წასულა.

ერნესტო ვალვერდე

57 წლის, ესპანეთი

ესპანელი სპეციალისტის ბოლო სამუშაო ადგილი ბარსელონა გახლდათ. ვალვერდემ კატალონიური კლუბი 2017 წლის მაისში ჩაიბარა და იქ ორწელიწადნახევარი გაატარა. მისი ხელმძღვანელობით ბარსელონამ ორჯერ მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაში ორი კატასროფული ფლეი ოფი ჰქონდა. 2018-ში მათ პირველი მეოთხედფინალური მატჩი მოუგეს რომას, მაგრამ საპასუხოში 0:3 დამარცხდნენ (მაშინ საგარეო გოლის წესი ჯერ კიდევ მოქმედებდა). მომდევნო წელს კი ნახევარფინალამდე მივიდნენ, სადაც ლივერპულთან 3:0, 0:4 დამარცხდნენ.

Ernesto Valverde Dismisses Talk Of Neymar Returning To Barcelona | Football News

ერნესტო გუნდიდან 2020 წლის იანვარში წავიდა და დღემდე უმუშევრადაა. მას მანჩესტერთან, ტოტენჰემთან და მარსელთან აკავშირებდნენ, მაგრამ შეთანხმება ვერცერთთან შედგა.

ლუსიენ ფავრი

64 წლის, შვეიცარია

ფავრი უკვე წელიწდზე მეტია შინ ზის. მას შემდეგ, რაც ის 2020-ის დეკემბერში დორტმუნდიდან დაითხოვეს. ბოლო დროს ის ერთთავად ბუნდესლიგაში მუშაობდა: ჰერტა, გლადბახი, დორტმუნდი.

Lucien Favre sacked by Borussia Dortmund | FootballTransfers.com

თუმცა ფრანგულ ნიცასაც თავკაცობდა. მერე მის სახელს მარსელს, ლიონს, ნიუკასლს და ფენერბაჰჩეს უკავშირებდნენ. შემდეგ კრისტალ პალასს უარი უთხრა, მიუხედავად იმისა, რომ კლუბის პრეზიდენტთან უკვე მოლაპარაკებული იყო.

 პაულუ ფონსეკა

48 წლის, პორტუგალია

პორტუგალიელი სპეციალისტის ბოლო სამუშაო ადგილი იტალიური რომა გახლდათ. რომელსაც ის ორი წლის განმავლობაში წვრთნიდა. მანამდე იყო შახტარი. დონბასურ კლუბთან ერთად ბევრი ჯილდო მოიგო უკრაინაში, მაგრამ ევროპაში ვერაფერს შესწვდა.

Fonseca to leave Roma at end of season

თუმცა ევროწარმატება არც იტალიაში მოსულა. რომა ჩემპიონთა ლიგაში ვერ მოახვედრა. საუკეთესო მიღწევა 2021 წელს ევროპა ლიგის ნახევარფინალში გასვლა გახლდათ.

 

 

Leave a comment

Your email address will not be published.