ჯერვონტამ კვლავ დროზე ადრე დაასრულა – ვინ იქნება შემდეგი?

თანამედროვე კრივის ამომავალმა ვარსკლავმა, ჯერვონტა დევისმა ზედიზედ მე-16 ნოკაუტით კარიერაში 25-ე გამარჯვება ჩაიწერა და WBA-ს სუპერ მსუბუქი წონის ქამარსაც დაეუფლა. 26 წლის მებრძოლმა მარიო ბარიოსი მე-11 რაუნდში, ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა, ბარიორისთვის ეს პროფესიონალურ კრივში პირველი მარცხია. დევისი მთელი ბრძოლის მანძილზე დომინირებდა, მან მარიო ბრძოლის მიმდინარეობისას სამჯერ დააგდო, ბოლო გადამწყვეტი აღმოჩნდა -დევისის უძლიერესმა მარცხენა დარტყმამ ტანში შედეგი გამოიღო.

ბრძოლას ესწრებოდა ლეგენდარული ფლოიდ მეივეზერიც, რომელიც ჯერვონტას მენტორორად ხშირად გვევლინება. ფლოიდი ბრძოლის მიწურულს ორჯერ მივიდა ჯერვონტას კუთხესთან და აცნობა, რომ ქულებით საკმაოდ ახლო ბრძოლა იყო. “ფლოიდი ჩემთან მოვიდა და გულწრფელად მითხრა, რომ შეიძლება დავმარცხებულიყავი, მან მითხრა “დამანახე, რომ ხარ საუკეთესო”. მე ვიცოდი რომ მარიოს უკვე ტკიოდა, მხოლოდ ზუსტი მომენტის შერჩევა მჭირდებოდა.” – აღნიშნა დევისმა.

ამ გამარჯვებით ჯერვონტა მესამე დივიზიონის ქამარს დაეუფლა. ამ გამარჯვების შემდეგ კი აქტიურად დაიწყო საუბარი, რომ უკვე დროა ორი ვარსკვლავ ბიჭუნას ბრძოლა გაიმართოს – ჯერვონტა რაიან გარსიას წინააღმდეგ… რომელიმეს მოუწევს დაუმარცხებლის სტატუსი დათმოს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *