როდის ითამაშებს ლეო მესი პსჟ-ს მაისურით? დღეს ნამდვილად ვერა: სტრასბურთან შეხვედრაში განაცხადში არაა.
20 აგვისტოს პარიზელები გასვლზე ბრესტს ეთამაშებიან, ხოლო 29-ში რეიმსს. ფრანგული პრესა ვარაუდობს, რომ მესი არც 20-ში ითამაშებს და დებიუტს რეიმსთან უფრო უნდა ველოდოთ.
რატომ? არგენტინელი ფორმაში ჯერ არაა. დამღლელი სეზონისა და კოპა ამერიკის შემდეგ, ჯერ ოჯახთან ერთად ისვენებდა, ბარსელონაში ჩასვლისას სულ მოლაპარაკეკებში იყო და გუნდთან ერთად არ მომზადებულა, მერე კი იყო პსჟ-ში გადასვლა, ხმაური, ინტერვიუები, პრესკონფერენციები… ლეომ ორი დღის წინ დაიწყო ვარჯიში.
აი, რა თქვა პსჟ-ს მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ: „მან მხოლოდ ორჯერ ივარჯიშა. საერთო პრიორიტეტია, რომ რაც შეიძლება კარგად გრძნობდეს თავს. ჩვენც იგივე მოლოდინი გვაქვს, როგორც ფანებს: გვინდა, მალე ვნახოთ მესის თამაში. ნებისმიერ მწვრთნელს სურს, რომ მინდორზე საუკეთესო ფეხბურთელები ჰყავდეს“.
სტრასბურთან განაცხადში ასევე არ არიან ნეიმარი, სერხიო რამოსი და ჯანლუიჯი დონარუმა.