ამერიკელი სპეციალისტი ჯესი მარში, რომელიც ახლახან გაათავისუფლეს ლიდსიდან, საუთჰემპტონის დამრიგებელი გახდება.
წმინდანები უმთავარმწვრთნელოდ 12 თებერვალს ნათან ჯონსის გათავისუფლების შემდეგ დარჩნენ, რომელმაც თავის მხრივ, ნოემბერში რალფ ჰაზენჰიუტლი შეცვალა.
ორშაბათს მარშმა და საუთჰემპტონმა მოლაპარაკების პირველი რაუნდი გამართეს. სპეციალისტთან ძირითადად კონტრაქტის ხანგრძლივობის თაობაზე ისაუბრეს. კლუბს სურს სწრაფად იმოქმედოს და ახალი მწვრთნელი 18 თებერვლამდე, ჩელსისთან პრემიერლიგის მატჩამდე დანიშნოს.
ვაკანტურ თანამდებობაზე სხვა კანდიდატები ასტონ ვილას ყოფილი თავკაცი სტივენ ჯერარდი, ასევე ევერტონისა და ჩელსის ყოფილი დამრიგებელი ფრენკ ლამპარდი იყვნენ. მაგრამ კლუბი, როგორც ჩანს, ამერიკელის კანდიდატურაზე შეჩერდა. საბოლოო გადაწყვეტილება უახლოეს ხანში გაცხადდება.
წმინდანები 22 ტურის შემდეგ 15 ქულით პრემიერლიგის ცხრილის ბოლოში დგანან.