ჯიჯი ბუფონი: თუ მანჩინის დავჭირდები, მსოფლიო ჩემპიონატზე ვითამაშებ

ლეგენდარულმა იტალიელმა მეკარემ ჯანლუიჯი ბუფონმა, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე შესაძლო თამაშზე ისაუბრა. ჯიჯიმ განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ რობერტო მანჩინის დასჭირდება, იგი მუნდიალზე ითამაშებს.

“რთულია წინასწარ რაიმე განსაზღვრო. მინდა ბედნიერი ვიყო. ფეხბურთის თამაში კიდევ დიდხანს მსურს, ჩემი სხეული ამის საშუალებას მაძლევს. 

კარიერის დასრულებას ჯერ არ ვაპირებ. გუნდის და გულშემატკივრების წინაშე ვალდებულებები მაქვს. თუ რობერტო მანჩინი დამირეკავს და მეტყვის, რომ ვჭირდები, მსოფლიო ჩემპიონატზე დიდი სიამოვნებით ვითამაშებ.”-ციტირებს ბუფონის სიტყვებს რადიო Rai.

ბუფონს იტალიის ნაკრებში 176 მატჩი აქვს ჩატარებული. 2006 წელს იგი სკუადრა აძურასთან ერთად მსოფლიო ჩემპიონი გახდა. მას ევროპის ჩემპიონობის კარგი შანსიც ჰქონდა, თუმცა ბუფონი და კამპანია 2012 წელს ფინალში ესპანეთის ეროვნულ გუნდთან დამარცხდნენ.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *