ჯიჯი ბუფონი: ჩემზე თქვეს, რომ ფაშისტი ვარ, არ ვიცი ამას როგორ ვუპასუხო

პარმას მეკარე ჯიჯი ბუფონი მისდამი ბრალდებებს გამოეხმაურა. ჯიჯიზე ამბობენ, რომ იგი ფაშისტია, რადგან პარმაში 88 ნომრით თამაშობს.

“ბოლო პერიოდში სერიოზულ შეურაცხყოფას მაყენებენ. ჩემზე თქვეს, რომ ფაშისტი ვარ, არ ვიცი ამას როგორ ვუპასუხო. მე ყოველთვის ვამაყობ იმით, რომ ჩემს ქვეყანას წარმოვადგენ. 

მე ქრისტიანი ვარ და როგორც ქრისტიანს მჯერა, რომ გაჭირვებულების დახმარება კარგია. მე არ ვქმნი პრობლემებს იტალიელებსა და იტალიაში მცხოვრებ ემიგრანტებს შორის. თუ კი საკუთარი თავი პოლიტიკურ დონეზე უნდა განვსაზღვრო, ვიტყვი, რომ კონსერვატიული ანარქისტი ვარ.”-განაცხადა ბუფონმა.

შეგახსენებთ, რომ ლეგენდარულ მეკარეს იუვენტუსთან კონტრაქტი ამოეწურა და იქ დაბრუნდა სადაც კარიერა დაიწყო. იგი ამჟამად პარმას ღირსებას იცავს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *