ჯოელ ემბიდის 34 ქულა და რევანში „ბრუკლინთან“

2 კვირის წინ ნიუ იორკში „ბრუკლინმა“ უმასპინძლა „ფილადელფიას“ და მეტოქე 114-105 დაამარცხა. მატჩის მიმდინარეობისას ერთმანეთში იჩხუბეს კევინ დურანტმა და ჯოელ ემბიდმა, „ფილამ“ წააგო, კამერუნელი ცენტრი კი წყენას და უზრდელობას არავის პატიობს.

null

დღეს გამთენიისას, „ბრუკლინმა“ კიდევ ერთხელ უმასპინძლა „ფილადელფიას“. კოვიდ იზლოაციიდან „ნეთსს“ ლამარკუს ოლდრიჯი და კევინ დურანტი დაუბრუნდენ, რამაც კიდევ უფრო სოლიდური გახადა მათი შემადგენლობა და შესაბამისად ფავორიტის სტატუსიც გაამყარა.

შეხვედრის სტარტი „ფილას“ ბევრად უკეთესი გამოუვიდა – ბრწყინავდა ჯეოლ ემბიდი, რომელმაც 9 წუთში 16 ქულა ჩააგდო, მისმა შემცვლელმა ანდრე დრამონდმა 6 წაამატა და სტუმრებმა პირველი მეოთხედი 39-31 მოიგეს.

მეორე პერიოდში „ბრუკლინის“ კალათბურთელები გამოფხიზლდნენ – ჯეიმს ჰარდენის უზუსტესი სროლების და შედეგიანი გადაცემების ფონზე მასპინძლებმა ჯერ ჩამორჩენა ამოქაჩეს, ხოლო შემდეგ კი წინაც გავიდნენ.

null

ტაიმის დასრულებამდე 30 წამით ადრე ემბიდმა მორიგი სამქულიანი „ჩასვა“ კალათში და სტუმრებს მატჩის პირველი ნახევარი მოაგებინა 55-54.
მესამე მეოთხედი „დურნატულას“ ბენეფისად იქცა, რომელმაც 14 ქულა აიღო და ამჯერად მასპინძლები გალიდერდნენ 7 ქულიანი სხვაობით.

„ფილას“ გამთამაშებელმა ტაირის მაქსიმ პერიოდის მიწურულს ზედიზედ 2 სამქულიანი ჩააგდო და „ბრუკლინის“ ჰანდიკაპი 2 ქულამდე დაწია 84-82.
თანაბარ ბრძოლაში მიმდინარე შეხვედრის ბედი ბოლო 3 წუთში გადაწყდა, როდესაც პერიმეტრიდან ჯერ ემბიდმა გაისროლა ზუსტად, რასაც მაქსის და კარის ზუსტი ტყროცნები მოყვა – საბოლოოდ 110:102 „ფილადელფიას“ დამსახურებული გამარჯვება.

მაატჩის საუკეთესო მოთამაშე ჯოელ ემბიდი გახდა, რომლის ანგარიშზეც 34 ქულა, 7 მოხსნა, 3 ჩაჭრა, 1 პასი და 1 დაფარება იყო. 25 ქულა დააგროვა ტაირის მაქსიმ, 17 სეტ კარიმ.
„ბრუკლინის“ რიგებში მორიგი სამმაგი დუბლი შეასრულა ჯეიმს ჰარდენმა, რომლის ანგარიშზეც 33 ქულა, 14 მოხსნა და 10 შედეგიანი პასი იყო. სოლიდური სტატისტიკა ქონდა კევინ დურანტსაც, რომელმაც 33 ქულა დააგროვა, თუმცა მხოლოდ ლიდერების კარგი ასპარეზობის ფონზე „ბრუკლინმა“ მაინც ვერ შეძლო „ფილას“ დამარცხება.

დურანტს და ემბიდს შორის დაძაბულობა მთელი შეხვედრის განმავლობაში იგრძნობოდა, დღევანდელ შეხვედრაში რამდენჯერმე გაიწიეს ერთმანეთზე, სიტყვიერად კამათობდნენ და მატჩის ბოლოს ხელი არ ჩამოართვეს.
ჩხუბი გრძელდება, შოუც…

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *