ჯოელ ემბიდის 37 ქულა და გამარჯვება “ბრუკლინთან”

NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ მატჩში “ფილადელფია” ესტუმრა ვარსკვლავებისგან დაცლილ “ბრუკლინს” და მეტოქე 101:98 დაამარცხა.

მატჩის გმირი “76-ერსის” ცენტრი ჯოელ ემბიდი გახდა, რომელმაც სოლიდური ორმაგი დუბლი შეასრულა 37 ქულა+13 მოხსნა.

“ფილადელფიას” ლიდერმა თამაშიდან 18 ბურთი ესროლა, საიდანაც 12 ჩააგდო (2-დან 1 სამქულიანი, 13-დან 12 საჯარიმო). კამერუნელი კალათბურთელის ანგარიშზე ასევე გახლდათ 2 პასი, 2 ჩაჭრა და 3 დაკარგვა 37 წუთში.

საკუთარი გუნდის წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჯეიმს ჰარდენმაც – 29 ქულა, 6 მოხსნა და 6 შედეგიანი პასი.

შეგახსენებთ, რომ შარშან “ბაბუაწვერა” სწორედ “ნეთსში” თამაშობდა და საბოლოოდ გუნდიდან სკანდალით გაუშვეს. 1 წლიანი პაუზის შემდეგ ეს ჰარდენის პირველი დაბრუნება იყო “ბარქლაის სენთერში”. ჯეიმსის რევანში შედგა.

null

შეხვედრის უკანასკნელ წამზე, სპენსერ დინვიდის ნასროლი სამქულიანი ზუსტი გამოდგა და თითქოს შეხვედრა ოვერტაიმში გადავიდა, თუმცა მსაჯებმა მომენტს გადახედეს და დაადგინეს, რომ სროლა დროის ამუწურვის შემდეგ იყო განხორციელებული – შესაბამისად მატჩი “ფილადელფიამ” მოიგო.

ბრუკლინი – ფილადელფია 98:101 (28:26, 32:26, 22:24, 16:25)

ბრუკლინი: ბრიჯესი (23), კ. ჯონსონი (12 + 7 მოხსნა), დინვიდი (9 + 6 პასი), კლექსტონი (6 + 4 დაფარება), ფინი-სმიტი (5 + 8 მოხსნა) – სასტარტო; ჰარისი (18), ტომასი (14), სიმონსი (4), შარპი (4), ონილი (3), მილსი (0), ვატანაბე (0).

ფილადელფია: ემბიდი (37 + 13 მოხსნა), ჰარდენი (29 + 6 პასი), ჰარისი (3), ტაკერი (2), მელტონი (0) – სტარტი; მაქსი (12), მილტონი (6), მაკდენიელსი (5), ნიანგი (5), რიდი (2).

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *