ჯოელ ემბიდის 50 ქულა და გამარჯვება “ორლანდოსთან”

NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ მატჩში “ფილადელფიამ” საკუთარ არენაზე უმასპინძლა “ორლანდოს” და მეტოქე 123:110 დაამარცხა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე “ფილას” ცენტრი ჯოელ ემბიდი გახდა, რომელმაც “მეჯიქსს” 50 ქულა ჩაუგდო და კარიერის პირდაი რეკორდი გაიმეორა.

შეხვედრის სტარტი მასპინძლებს უკეთესი გამოუვიდათ – ემბიდმა საწყისი 10 სროლიდან 8 ზუსტად მოათავსა კალათში, 20 ქულა დააგროვა და “ფილადელფია” 25:21 დაწინაურდა.

null

მეორე პერიოდში უკვე “ორლანდო” ათამაშდა საუცხოოდ – მო ბამბამ როგორც ახლო, ასევე შორი დისტანციებიდან აიკლო მეტოქის კალათი და “მეჯიქმა” მეორე მეოთხედი 36:22 მოიგო. მოს 28 ქულა გააჩნდა, პერიმეტრიდან კი უკვე პირადი რეკორდი ქონდა დამყარებული, ჩააგდო რა 7 სამქულიანი 8 მცდელობიდან.

null

დარბაზში შეკრებილ გულშემატკივარს არ მოსწონდა ის , რაც ხდებოდა მოედანზე და სწორედ ამიტომ “76-ერსი” მაყურებელმა გასახდელში სტვენით გააცილა.

მეორე ტაიმში სრულიად სახეცვლილი “ფილადელფია” დაბრუნდა – ჯოელ ემბიდი ისევ გადაერთო დომინანტის რეჟიმზე და “მოაოხრა” მეტოქის სამწამიანი ზონა. მშვენივრად ირჯებოდა ტობაიას ჰარისიც, რომელიც ერთნაირად კარგი იყო როგორც შეტევაში ასევე დაცვაში(21 ქულა+4 მოხსნა+4 პასი).

მასპინძლებმა მესამე 12 წუთეულში მეტოქეს 47 ქულა ჩაუგდეს და შეხვედრაში ყველანაირი ინტრიგა მოკლეს.

მეოთხე მეოთხედში ჯოელმა მხოლოდ 45 წამი ითამაშა, ავიდა 50 ქულიან ზღვარზე და შემდეგ სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლა – 123:110 “ფილადელფიამ” მატჩი ლოგიკურ გამარჯვებამდე მიიყვანა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *