ჯოელ ემბიდის 53 ქულა და 12 მოხსნა “შარლოტთან”

NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ მატჩში “ფილადელფიამ” საკუთარ მოედანზე უმასპინძლა “შარლოტს” და მეტოქე დიდი ანგარიშით დაამარცხა 131-113.

შეხვედრის გმირი “76-ერსის” ცენტრი ჯოელ ემბიდი გახდა, რომელმაც პირადად გაანადგურა “ჰორნთსის” დაცვა, ჩაუგდო რა მათ 53 ქულა და 12-ჯერ მოუხსნა ბურთი.

კამერუნელმა კალათბურთელმა პარკეტზე 34 წუთი გაატარა, 32-ჯერ ესროლა ბურთი მეტოქის კალათისკენ და 20 ჩააგდო, ჯოელი შეუცდომელი იყო საჯარიმოს ხაზიდან (11-დან 11). მის ანგარიშზე ასევე გახლდათ 3 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება.

null

NBA-ს მიმდინარე სეზონში ემბიდმა უკვე მეორე მატჩში შეძლო 50+ ქულის დაგროვება, კარიერაში კი ასეთი 4 მატჩი აქვს.

ჯოელს აქტივში უკვე 30 ასეთი მატჩი გააჩნია, როდესაც 40+ ქულას და 10+ მოხსნას ასრულებს. “ფილადელფიას” ისტორიაში ემბიდზე უკეთესი შედეგი მხოლოდ უილტ ჩემბერლენს გააჩნია.

უკანასკნელი 10 მატჩის განმავლობაში ემბიდი ფანტასტიკურად გამოიყურება – საშუალოდ 37,9 ქულას უგდებს მეტოქეებს. ეს შედეგი კლუბის ფრენჩაიზ ისტორიაში რიგით მესამე შედეგია (პირველი და მეორე შედეგი ისევ ჩემბერლენისაა – 39,2 ქულა და 38,2 ქულა (იგულისხმება 10 მატჩიანი სერიები)).

NBA-ს მიმდინარე სეზონში ემბიდი პირველი კალათბურთელია, რომელმაც ორჯერ შეძლო 50+ ქულის ჩაგდება.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *