მელბურნში გრძელდება ავსტრალიის ღია პირველობა. მეოთხე რაუნდის მატჩის რანგში ნოვაკ ჯოკოვიჩი კორტების მასპინძლე ალექს დე მინორს დაუპირისპირდა.
ავსტრალიელი ჩოგბურთელი ერთერთი ყველაზე სწრაფია ATP TOUR-ში და გულშემატკივარს სწორედ ამის იმედი ქონდა, თუმცა რეალობა სხვანაირი გამოდგა.
ნოვაკმა მეტოქეს მხოლოდ 5 გეიმი დაუთმო და გამანადგურებელი ანგარიშით იმარჯვა 6:2 6:1 6:2.
2019 წლის შემდეგ ჯოკოვიჩმა ყველაზე დიდი სხვაობით მოიგო ავსტრალიის ღია პირველობაზე. 4 წლის წინ, 1/2 ფინალურ სტადიაზე სერბმა ჩოგბურთელმა ლუკა პუის მხოლოდ 4 გეიმი მოაგებინა 6:0 6:2 6:2.
ავსტრალიის ღია პირველობის 1/4 ფინალში ნოვაკის მეტოქე ანდრეი რუბლიოვი იქნება. სერბი რუსს ურთიერთშეხვედრებში 2:1 უგებს.
ავსტრალიის ღია პირველობის 1/4 ფინალური წყვილები
ხაჩანოვი – კორდა
ციციპასი – ლეჰეჩკა
რუბლიოვი – ჯოკოვიჩი
შელტონი – პოლი