US OPEN-ის ფინალში ნაწვნევი მწარე მარცხის შემდეგ, მსოფლიო რეიტინგის პირველმა ჩოგანმა – ნოვაკ ჯოკოვიჩმა კარიერული პაუზა აიღო და 2 თვიანი შევენების შემდეგ პარიზის მასტერსზე დაბრუნდა.
1000-იანთა კატეგორიის ტურნირის მეორე წრეში ნოვაკმა 6:2 4:6 6:3 დაამარცხა მარტონ ფუქსოვიჩი და 1/8 ფინალის საგზური მოიპოვა.
შეხვედრის სტარტი სერბ ჩოგბურთელს იდეალური გამოუვიდა – ადრეული ბრეიკი შეასრულა და 3:0 დაწინაურდა. პირველი სეტის მიმდინარეობისას „ნოლემ“ ერთხელაც არ მიუშვა მეტოქე ბრეიკპოინტამდე და იოლად მოიგო სეტი 6:3.
მეორე პარტიის მესამე გეიმში ამჯერად უნგრელმა შეძლო მეტოქის ჩაწოდების აღება და 2:1 დაწინაურდა. ნოვაკმა ცდა არ დააკლო, რომ უკუბრეიკი შეესრულებინა, თუმცა ფუქსოვიჩმა დამაჯერებლად შეინარჩუნა მოპოვებული უპირატესობა და სეტებს შორის ანგარიში გაათანაბრა 1:1 (3:6 6:4).
მესამე, გადამწყვეტ პარტიაში ჯოკოვიჩმა პირველი ბრეიკი შეასრულა და 3:1 დაწინაურდა, თუმცა მარტონი ესე მარტივად არაფრის დათმობას არ აპირებდა – მოულოდნელად, მომდევნო გეიმში უკუბრეიკი შეასრულა და 2:3.
ნოვაკმა დროულად დაიბრუნა სრული მობილიზება და მეექვსე გეიმში კიდევ ერთხელ მოიგო მეტოქის ჩაწოდება, რაც გადამწყვეტი ფაქტორი გამოდგა მატჩში. სერბმა ჩგბურთელმა 2 საათში გატეხა ფუქსოვიჩის წინააღმდეგობა და 1/8 ფინალის საგზური მოიპოვა.