ჯოკოვიჩის წარმატებული დაბრუნება ATP TOUR-ზე

საჩოგბურთო სამყაროს ერთ-ერთი მთავარი ანტივაქსერი ნოვაკ ჯოკოვიჩი ისევ არ აპირებს კოვიდ ვაქცინის გაკეთებას, შესაბამისად სერბ ჩოგბურთელს ეკრძალება პრესტიჟულ ტურნირებზე ასპარეზობა, სადაც აცრის გარეშე თამაში აკრძალულია. გამონაკლისია დუბაის 500-იანთა ტურნირი, სადაც ნოვაკს საშუალება მიეცა ATP TOUR-ზე დაბრუნებისა და “ნოლემ” 2022 წლის სეზონში პირველი მატჩიც ჩაატარა.

null

მსოფლიო რეიტინგის პირველმა ჩოგანმა დუბაის ტურნირის პირველ წრეში 6:3 6:3 სძლია ლორენცო მუზეტის და 1/8 ფინალის საგზური მოიპოვა.

შეხვედრის სტარტი თანაბარი გამოვიდა – ორივე ჩოგბურთელი იოლად იღებდა გეიმებს საკუთარ ჩაწოდებაზე.

მე-4 გეიმში ნოვაკი გააქტიურდა და მეტოქის დაბრეიკა შეძლო 3:1. მომდევნო გეიმში უკვე მუზეტის ქონდა იდეალური შანსი უკუბრეიკის შესრულების, თუმცა იტალიელმა სამმაგი ბრეიკპოინტი გაანიავა და მეტოქე დიდი სხვაობით გაუშვა წინ 1:4.

ჯოკოვიჩმა მშვიდად მიიყვანა სეტი ლოგიკურ გამარჯვებამდე – 6:3.

null

მეორე პარტიის სტარტზე სერბმა ჩოგბურთელმა კიდევ ერთხელ აიღო მეტოქის ჩაწოდება და 2:1 დაწინაურდა. მე-6 გეიმში ლორენცოს 4 ბრეიკპოინტი ქონდა, თუმცა მეტოქემ თავი ამჯერადაც წარმატებით დაიცვა. ვერ გამოყენებული შანსების ფონზე იტალიელი ჩოგბურთელი ფსიქოლოგიური კუთხითაც გატყდა და ორივე სეტი ერთნაირი ანგარიშით დათმო 3:6 3:6.

შეხვედრა 75 წუთს გაგრძელდა. ამ დროის განმავლობაში ჯოკოვიჩის ანგარიშზე 5 ეისი, 2 ორმაგი შეცდომა და 3 ბრეიკი იყო. თავისმხრივ იტალიელმა 3 ეისის წილ 2 ორმაგი დაუშვა და 7 ბრეიკპოინტიდან ვერცერთის რეალიზება ვერ შეძლო.

დუბაის ტურნირის 1/8 ფინალში ჯოკოვიჩის მეტოქე ხაჩანოვ/დე მინორს შორის გამარჯვებული იქნება.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *